განცხადება განკუთვნილია საბაჟო დეკლარაციებში (სსდ, ფორმა 4) იმ ცვლილების განხორციელებისთვის, რომელიც განეკუთვნება გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს კომპეტენციას.
გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება, საბაჟო დეკლარაციის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც იწვევს საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და გადასახდელი თანხის შემცირებას, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების, დანართის N8-ის, მე-14 მუხლით „საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ“ განსაზღვრული შემთხვევებისა. ამ შემთხვევებში გამოიყენეთ განცხადება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება
გაითვალისწინეთ,
ცვლილება არ ხორციელდება, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ, სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ