განცხადება განკუთვნილია
საბაჟო დეკლარაციაში
ცვლილებების განხორციელებისათვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად მიუთითეთ დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
*სწორად აირჩიეთ სერვისის გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება;
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით,ხოლო დოკუმენტები მატერიალური ფორმით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები, გარანტები და შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია, როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.
გაითვალისწინეთ,
საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის საფუძველზე, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ფასიანია და მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს.