სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრული ნაშთის წარმოდგენა
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენთან მიმდინარეობს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია და ფინანსთა მინისტრის 994 ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაში (ბრძანების ჩაბარებიდან 2 კალენდარული დღე) გსურთ ბუღალტრული ნაშთის წარდგენა. უნდა მოახდინოთ დანართი #19-ის შევსება და ატვირთვა შესაბამის გრაფაში.
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).