განცხადება განკუთვნილია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სტატუსის მინიჭების მოთხოვნისთვის.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი პირს საშუალებას აძლევს ისარგებლოს გამარტივებებითა და შეღავათებით საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას.
კერძოდ, ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის - მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის უფლებას; ბ)ავტორიზაციის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის - მფლობელს აძლევს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით სარგებლობის უფლებას;
დეტალური ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ტიპების, სტატუსის მინიჭების, სტატუსით სარგებლობასთან დაკავშირებული გამარტივებების/შეღავათებისა და სტატუსის გაუქმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე