სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობების წესში ცვლილების შეტანა
ინფო
განცხადება განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირთათვის, რომლებსაც სურთ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების წესში ცვლილების შეტანა. თუ აპირებთ თქვენს მიერ სისტემურ ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ვებ გვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანას, თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე, საჭიროა, მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში - ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანერს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე(www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.