CRS მოდულთან დაშვების გაუქმება (ავტომატური +)
ინფო
განცხადება განკუთვნილია პირთათვის, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" N996 ბრძანების მე-112 მუხლის 70-ე ნაწილისა და "საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში "ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით წარმოეშვათ ვალდებულება საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე და სურთ აღნიშნულ მოდულთან დაშვების გაუქმება. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე(www.rs.ge)ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.