დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღება
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირისთვის, რომელსაც სურს სსკ-ის 161-ე 2 პრიმა მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" 996 ბრძანების 66-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან მონაცემების ამოღება. საყურადღებოა! მონაცემების რეესტრიდან ამოსაღებად, სპეციალური სქემის გამოყენების პერიოდიდან გასული უნდა იყოს 24 თვეზე მეტი. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.