განცხადება განკუთვნილია თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას/სარეალიზაციოდ გატანისას, მათზე გამოყენებული ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენისთვის
გთხოვთ, გაითვალისწინოთ,:
საქართველოს კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ, მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას, ვალდებულია წარადგინოს, თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე, რა სახის (ძირითადი/დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება) და რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.
საქართველოს კანონის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 155.6 მუხლის თანახმად:
*თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
* თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის მიერ, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის მიერ, თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
სერვისით მომსახურების საფასური: უფასო