განცხადება განკუთვნილია შიდა/გარე გადამუშავების, საბაჟო საწყობის ან/და დროებით შენახვის დეკლარაციაში მითითებული ვადის გაგრძელებისთვის.
- შიდა/გარე გადამუშავების პროცედურებისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 3 წლიანი ვადა.
- საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლისთვის გათვალისწინებული ვადა არაუმეტეს 2 წელი, თუმცა შესაძლებელია მისი შეუზღუდავად გაგრძელება, ისე, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატებოდეს.
- დროებით შენახვის ვადა საქონლის საბაჟო საწყობში განთავსებით 180 დღეა, თუმცა საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა არაუმეტეს 180 დღით.
გაითვალისწინეთ,
შიდა/გარე გადამუშავების, საბაჟო საწყობის პროცედურის ან/და დროებით შენახვის დეკლარაციაზე ვადის გასვლის შემთხვევაში ან/და დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე ვადის გაგრძელების საჭიროებისას მოცემული განცხადება არ გამოიყენება და ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება ახალი დეკლარაციის მოთხოვნით (მაგ. არაწინასწარი დეკლარირება - დროებით შემოტანა და ა.შ.)
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.