ინფორმაციის წარდგენა სსკ-ს 70-ე მუხლის საფუძველზე (რესტორნები)
ინფო
სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დდგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში, სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე მითითებულ ვადებში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პიველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას, ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით.