ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე (ექიმები, ექთნები) განხორციელებული განაცემების შესახებ, შრომის ინსპექციისთვის
ინფო
განცხადება განკუთვნილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რათა წარმოადგინონ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე (ექიმები/ექთნები)საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემების (სამუშაოს შესრულების პერიოდის და გამომუშავებული თანხის) შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა განაცემების გაცემა დაგროვების პრინციპით. დამსაქმებლის მიერ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფორმის "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა"-ში ჩართული კლინიკების მიერ სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმები, ექთნები) მინიმალური საათობრივი შრომის ანაზღაურების რეფორმის აღსრულების მიზნით.