გრანტის სტატუსის მინიჭება
ინფო
განცხადება განკუთვნილია პირისთვის, ვისაც სურს საიმპორტო საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭება საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2001 წლის 13 აგვისტოს „საქართველოს საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის N326 ბრძანებულების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.