განცხადება განკუთვნილია
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების
პროცედურაში საქონლის წინასწარ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ საბაჟო გამშვები პუნქტი;
*საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გემით (ბორანით) გადაზიდვის შერმთხვევაში, მითითებულია გემის (ბორანის) დასახელება;
გაითვალისწინეთ,
*მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა უნდა განხორციელდეს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 დღის განმავლობაში;
*გახსოვდეთ, საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით,ხოლო დოკუმენტები მატერიალური ფორმით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები, გარანტები და შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია, როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.
სერვისით მომსახურების საფასური:
*3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100ლარი;
*3 000-დან 15 000ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300ლარი;
*15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400ლარი;