განცხადება განკუთვნილია
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან თავისუფალ ინდუსტრიულ
ზონაში შეტანის მიზნით, წინასწარი ექსპორტის დეკლარირებისთვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ სერვისის გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება;
გაითვალისწინეთ,
*მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
*საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
*საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარუდგინოთ საბაჟო დეკლარაციის შეფასებიდან 10 დღის ვადაში.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა.