განცხადება განკუთვნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის წინასწარ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის
საბაჟო საწყობის პროცედურაში.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ სერვისის გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება ან/და საბაჟო გამშვები პუნქტი;
*სწორად აირჩიეთ საქონლის ადგილმდებარეობა (საქონლის შენახვის ადგილი);
*საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გემით (ბორანით) გადაზიდვის შემთხვევაში, მითითებულია გემის (ბორანის) დასახელება;
გაითვალისწინეთ,
*საბაჟო საწყობის წინასწარი დეკლარირების პროცესი სრულდება საბაჟო საწყობში ტვირთის ფიზიკური განთავსებით და შემდგომ მასზე დერეფნის განსაზღვრით. მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
*საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა უნდა განხორციელდეს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 დღის განმავლობაში;
*საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
*საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის ვადა (დღეებში) მითითებულია დეკლარაციის 49-ე გრაფაში.
სერვისით მომსახურების საფასური:
*3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 25ლარი;
*3 000-დან 15 000ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 75ლარი;
*15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100ლარი;