განცხადება განკუთვნილია მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა
"eCustoms"
ფუნქციის დამატებისთვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად გაქვთ არჩეული საბაჟო ორგანოს კოდი;
*სწორად გაქვთ მითითებული დასაქმებული პირის/პირების შესახებ ინფორმაცია და ისინი დარეგისტრირებული გყავთ დასაქმებულ პირთა რეესტრში;
მოცემული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე ხართ სისტემაში დაშვებული პირი და გსურთ დამატებით გაიაქტიუროთ eCustoms - ის კონკრეტული ფუნქცია.
გაითვალისწინეთ, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, როგორც პირის საბაჟო წარმომადგენლის დაშვების სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს დაბეჭდოს დეკლარაცია მხოლოდ მის საწყობში გამოცხადებულ საქონელზე.