საქართველოს ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც შემოსავლების სამასახურს წარუდგენენ ინფორმაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ. ინფორმაცია ბარდება ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.rs.ge)ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.