ფ/პ შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღების სერვისით სარგებლობის მოთხოვნა (დეველოპერებისთვის)
ინფო
თუ თქვენ გსურთ, ისარგებლოთ ფ/პ შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღების სერვისით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული განცხადებით. სერვისის მეშვეობით ავტორიზირებულ მომხმარებელს, შეეძლება მიიღოს შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე ავტორიზირებული ფიზიკური პირის ბოლო12 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.. რეგისტრირებული განცხადების პასუხად, თქვენს მიერ განცხადებაში მითითებულ ელ.ფოსტაზე, შემოსავლების სამსახური გამოგიგზავნით სერვისის სარგებლობისათვის საჭირო პარამეტრებს. სერვისთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - https://e.rs.ge/ClientApp/dist/Downloads..
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს N502 დადგენილების მიხედვით ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნის ღირებულება შეადგენს - 0.4 ლარს. ამასთან, მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე.