განცხადება განკუთვნილია საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად (მოსაკრებლის ნაწილში, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს) მიმართვის წარსადგენად. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
დეტალური ინფორმაცია საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ
ბმულზე .
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).