თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება
ინფო
განცხადება განკუთვნილია თამაშობის ორგანიზატორთათვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთათვის, რომლებიც ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ შესაბამისი ხელშეკრულება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.