განცხადება დაკარგულ ანგარიშ ფაქტურაზე
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირთათვის, რომელმაც შეუვსებული საგადასახადო, სპეციალური და კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა დაკარგა. თუ დაგეკარგათ შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშფაქტურა მისი მყიდველისათვის გადაცემამდე, იმავე ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერეთ ახალი მასზე შენიშვნის სახით აღნიშნეთ დაკარგული ანგარიშფაქტურის სერია და ნომერი. თუ მყიდველისათვის გადაცემის შემდგომ დაკარგეთ ანგარიშფაქტურის თქვენთან დარჩენილი ასლები, უფლება გაქვთ, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოთ დაკარგული ანგარიშფაქტურის პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ხოლო თუ (მყიდველმა) დაგეკარგათ ანგარიშფაქტურის თქვენი ეგზემპლარი შეგიძლიათ წარუდგინოთ გამყიდველთან არსებული ანგარიშფაქტურის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.