განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების პირობებში ცვლილების შეტანა. თუ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება, შესაბამისი ცვლილების შესახებ თანხმობის მისაღებად განცხადების წარდგენა სავალდებულოა.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე . გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.