დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ავტომატური+)
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირისთვის, რომელსაც სსკ-ის 161-ე 2 პრიმა მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" 996 ბრძანების 66-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად დღგ-ის გადამხდელია და ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს:
ყიდულობს შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს;
საყურადღებოა, რომ დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების ფარგლებში:
უფლება არ გაქვთ, მიიღოთ დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით;
თქვენს მიერ სპეციალური სქემით დაბეგრილი საქონლის მიწოდებისას, საქონლის მიმღებს არ აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლება;
დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღება შესაძლებელია, თუ სპეციალური სქემის გამოყენების პერიოდიდან გასულია 24 თვეზე მეტი. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.