განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და დაბეგვრის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
"https://rs.ge/LegalEntityPreferentialTax?cat=10&tab=1"
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
შენიშვნა ვირტუალური ზონის პირთათვის! თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.