განცხადება განკუთვნილია საანგარიშო პერიოდის მიხედვით დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირზე, ასევე საგადასახადო აგენტის მიერ განხორციელებული განაცემისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.rs.ge)ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.