სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა (სათამაშო ბიზნესი)
ინფო
განცხადება განკუთვნილია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელ პირთათვის, რომელთაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად გააჩნიათ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.