განცხადება განკუთვნილია საქონლის უცხო ქვეყანაში გატანისას
ექსპორტის პროცედურაში
დეკლარირებისთვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;
*სწორად აირჩიეთ სერვისის გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება;
*სატრანსპორტო საშუალება ნიშანდებულია ლუქებით/იდენტიფიკაციის საშუალებებით;
გაითვალისწინეთ,
*მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
*საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
*საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარუდგინოთ საბაჟო დეკლარაციის შეფასებიდან 10 დღის ვადაში.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა.