ლატარიის შედეგების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა
ინფო
განცხადება განკუთვნილია ლატარიის ორგანიზატორი პირისთვის. თუ თქვენ ორგანიზებას უწევთ ლატარიას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულება გაქვთ, გათამაშების შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოთ შემოსავლების სამსახურს.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.