განცხადება განკუთვნილია
შიდა გადამუშავების
პროცედურაში საქონლის დეკლარირებისთვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;
*სწორად გაქვთ მითითებული სატრანსპორტო საშუალების ნომერი;
გაითვალისწინეთ,
მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
გახსოვდეთ, საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევის ვადა (დღეებში) მითითებულია 49-ე გრაფაში.
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით,ხოლო დოკუმენტები მატერიალური ფორმით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები, გარანტები და შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია, როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.
სერვისით მომსახურების საფასური:
*3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100ლარი;
*3 000-დან 15 000ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400ლარი;
*15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 500ლარი;
არასამუშაო დროს განცხადებით მომართვის შემთხვევაში მომსახურების საფასური ორმაგდება. არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით -18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს-18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები.