ლოტოს მოწყობის პირობებში ცვლილების შეტანა
ინფო
განცხადება განკუთვნილია ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთათვის, რომლებსაც სურთ ლოტოს მოწყობის პირობებში ცვლილების შეტანა. თუ აპირებთ თქვენს მიერ ორგანიზებული ლოტოს თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანას, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე, თანხმობის მისაღებად ვალდებულნი ხართ მიმართოთ განცხადებით შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში - ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.