"თიზ"-ის საწარმოს მიერ ნებაყოფლობით საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ან/და გაუქმების თაობაზე (ავტო+)
ინფო
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ "საქართველოს მთავრობის 15.06.2017 წლის N291 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით, "თიზ"-ის საწარმოს შეუძლია, დაქირავებულის თანხმობით, ნებაყოფლობით, შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დაკავებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმომ საგადასახადო აგენტის ფუნქციების დაკისრების შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს.
აღნიშნული განცხადების ფორმის შევსება შესაძლებელია "თიზ"-ის საწარმოს მიერ, დაქირავებული საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე.