სათამაშო ბიზნესის ნებართვის მფლობელის რეორგანიზაცია
ინფო
განცხადება განკუთვნილია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირებისათვის. თუ თქვენ ხართ სათამაშო ბიზნესის ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლე, ვალდებული ხართ, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოთ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის შესაბამისი ნებართვის გადაცემა.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.