ყადაღადადებული ქონების იჯარით/ქირით გაცემაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობა
ინფო
განცხადება განკუთვნილია ყადაღადადებული ქონების იჯარით/ქირით გაცემის უფლების მისაღებად. საგადასახადო ორგანოსგან აღნიშნული თანხმობის გასაცემად, პირმა უნდა წარადგინოს ექსპერტის დასკვნა ქონების იჯარის/ქირის ოდენობის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, თანხმობა შესაძლებელია გაიცეს იმ პირობით თუ იჯარის თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).