არასწორად წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციის ასახვა
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირისთვის, რომელსაც სსკ 153-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ჰქონდა განაცხადი საქმიანობის შეჩერების თაობაზე და ამასთანავე საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციის ნაცვლად შეცდომით წარმოადგინა ჩვეულებრივი წლიური დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. აღნიშნულ განაცხადთან ერთად საჭიროა წარმოადგინოთ არასწორად გამოგზავნილი დეკლარაცია. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.