არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა (საერთაშორისო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში)
ინფო
აღნიშნული განცხადებით შეგიძლიათ მიმართოთშემოსავლების სამსახურს, თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია გარკვეული პერიოდის მიხედვით იმ არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ, რომელიც წარმოადგენს იმ ქვეყნის რეზიდენტს, რომელთანაც არ არის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება შეგიძლიათ იხილოთ აქ - https://mof.ge/saertashoriso_dabegvra#8. (აღნიშნულ შემთხვევაში ივსება განაცხადი ფორმა N3) ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.