ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის დამატება
ინფო
განცხადება განკუთვნილის იმ პირებისათვის (მწარმოებლებისათვის, იმპორტიორებისათვის ან მათ წარმომადგენლებისათვის), რომლებიც გეგმავენ თამბაქოს ნაწარმის ახალი დასახელების ან ქვედასახელების დამატებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.