განცხადება განკუთვნილია არქივიდან საბაჟო დოკუმენტაციის გაცემისათვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ სასურველი დოკუმენტის სახე;
*სწორად მიუთითეთ დოკუმენტის შედგენის პერიოდი და ნომერი.
გაითვალისწინეთ, გასაცემი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე შესაძლოა იგი მოგეწოდოთ შეთანხმებულ მისამართზე, აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილი თანამშრომელი შეგატყობინებთ წინასწარ.
გახსოვდეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).
სერვისით მომსახურება უფასოა.