განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურს ან ვალდებულება უჩნდება ელექტრონულად უკვე რეგისტრირებულ განაცხადზე დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენის.
გაითვალისწინეთ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).
სერვისით სარგებლობა უფასოა