განცხადება განკუთვნილია მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირების მოთხოვნისთვის.
კუთვნილების სწორად განსაზღვრის მიზნით, გთხოვთ მიუთითოთ, თუ რომელი მიმართულებით გაგეწიათ მომსახურება და აირჩიოთ შესაბამისი ადრესატი:
*საგადასახადო მიმართულება – აირჩიეთ საგადასახადო;
*საბაჟო მიმართულება – აირჩიეთ საბაჟო დეპარტამენტი.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ განსახორციელებელი ოპერაცია;
*ატვირთეთ ყველა აუცილებელი დოკუმენტი;
მომსახურების საფასურის მესამე პირის მიერ გადახდის შემთხვევაში, თუ ვერ დასტურდება, რომ გადახდა განხორციელებულია დაინტერესებული პირის სახელით, თანხის გადატანის მოთხოვნით განცხადება უნდა წარადგინოს იმ პირმა, რომელსაც გაეწია შესაბამისი მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, განცხადებას, ასევე უნდა ერთვოდეს მესამე პირის წერილობითი განცხადებაც მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გაითვალისწინეთ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.rs.ge)ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.