განცხადება განკუთვნილია საქონლის შემოტანის/გატანის დროს წარსადგენი საბაჟო ნებართვა/სერტიფიკატის საჭიროების დადგენისთვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის №8-II-02-ის დანართი.
განცხადებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირმა, განცხადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტები, რომელითად ხდება საჭირო ინფორმაციის მოწოდება და საქონლის იდენტიფიცირება.
მაგალითად:
*Material Safety Data Sheet (MSDS);
*Certificate of Quality;
*Declaracion of comformity;
*საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.
სერვისით სარგებლობა უფასოა.