განცხადება განკუთვნილია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემისათვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
* სწორად აირჩიეთ საბაჟო გამშვები პუნქტი;
* მითითებული საქონლის რაოდენობა და ზომის ერთეული შეესაბამება საქონლის აღწერილობას და სპეციფიკაციას;
* განცხადება შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტაციას;
* განცხადების ფორმა, ველების მოთხოვნის შესაბამისად, შევსებულია ერთ-ერთ ენაზე (ინგლისურად ან რუსულად);
* სწორად არის არჩეული შესაბამისი მომსახურების ტიპი და საფასური;
* თუ საქონლის ჩამონათვალი არ ეტევა განცხადების მოცემულ ველებში, თანდართულია Excel-ის ფაილი;
სსიპ- შემოსავლების სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია: 1. ნიმუშის აღება ანალიზისთვის 2. დამუშავება
გაითვალისწინეთ!, განცხადების ველები არის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ველების შესაბამისი, ინფორმაცია ტვირთის შესახებ ავტომატურად გენერირდება სერტიფიკატში და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.