სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით შეცდომით გადარიცხული ან გამოუყენებელი თანხის დაბრუნების შესახებ
ინფო
თუ თქვენ შეცდომით გადარიცხეთ თანხა სანებართვო მოსაკრებლის სახაზინო კოდზე ან არ გამოგიყენებიათ გადარიცხული თანხა, მაშინ განცხადებით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს. განაცხადს თან უნდა დაურთოთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შემოსავლების სამსახური განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს, გადაამოწმებს აღნიშნულს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაამოწმებს აღნიშნულს და 10 დღის ვადაში დაგიდასტურებთ თანხის გამოუყენებლობას.
ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ ,,შემოსავლების სამსახური", მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" ანგარიში/სახაზინო კოდი 707017021;
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.rs.ge ) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).