სსკ-ს 309-ე მუხლის 104-ე ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვების გაუქმებისა და მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის თაობაზე
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირისთვის, რომელსაც სსკ-ის 309-ე მუხლის 104-ე ნაწილის შესაბამისად, გაიუქმოს მიმდინარე წლის განმავლობაში 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის მიღებამდე (დადგენამდე), სსკ-ს 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები სრულად, დეკლარაციების დაზუსტების (განოლების) გარეშე და შესაბამისად დაერიცხება სტატუსის მიღების (ამ კატეგორიის გადასახადის გადამხდელად მიჩნევის) პერიოდის შემდეგი სსკ-ის 155-ე მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები, რომელიც დაანგარიშებული იქნება წინა საანგარიშო პერიოდის მოგების წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით. გადამხდელის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული კორექტირების შემდეგ, მოგების გადასახადის შესაბამისი დეკლარაციების დაზუსტების შემთხვევაში, უკვე ასახული მონაცემების კორექტირების მიზნით, გვაცნობეთ დამატებით ამავე განცხადებით და დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ დაზუსტებული დეკლარაციების სარეგისტრაციო ნომერი. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.