(შემცირება) მოგების (საშემოსავლო) გადასახადის მიმდინარე გადასახდელების შემცირების/არგადახდის შესახებ დასაბეგრი შემოსავლის არანაკლებ 50%-ით შემცირების შემთხვევაში
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირთათვის, რომელთაც ს.ს.კ. 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით უმცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით. ყურადღება: აღნიშნული განცხადებით შეგიმცირდებათ განცხადების წარმოდგენის შემდგომ მოგების/საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე წელში დარიცხული ყველა მიმდინარე გადასახდელი მითითებული პროცენტის ოდენობით. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი