განცხადება განკუთვნილია გადამხდელისთვის უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებისთვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
- სწორად გაქვთ მითითებული წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის პ.ნ/ს.კ
- სწორად გაქვთ მითითებული წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი/დასახელება
უფლებამოსილი ექსპორტიორის" სტატუსის მინიჭების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე სტატუსის მინიჭების პირობები გათვალისწინებულია:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N453 დადგენილებაში, კერძოდ 19-21 -ე მუხლების, დანართი 6 - ით, „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“, რეგიონული კონვენციით დადგენილი პირობების შესაბამისად.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა.