წამახალისებელი გათამაშების ბილეთების დამატებით ბეჭდვა
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც ორგანიზებას უწევენ წამახალისებელ გათამაშებას და უფლება აქვთ მოახდინონ ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის ცვლილება. გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შესახებ.
გაითვალისიწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.