შერჩეული პირის (SICPA) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ცვლილება/დამატება
ინფო
განცხადება განკუთვნილია პირისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არის უკვე რეგისტრირებული და სურს რაიმე სახის ცვლილების ან დამატების განხორციელება სარეგისტრაციო მონაცემებში. მაგ.: ამატებს მარკების მიღებაზე მინდობილ პირს; სურს ახალი პროდუქციის დამატება ელექტრონულ ბაზაში; სურს შეცდომით აქტივირებული მარკების გასწორება და ა.შ.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.