რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა (ავტომატური+)
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირისთვის, რომელსაც სურს რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.