ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა
ინფო
განცხადება განკუთვნილია ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად. საგადასახადო ორგანოსგან აღნიშნული თანხმობის გასაცემად, პირმა უნდა წარადგინოს ექსპერტის დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, თანხმობა შესაძლებელია გაიცეს იმ პირობით, თუ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა(რომელიც არ უნდა იყოს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები) სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).