განცხადება განკუთვნილია ვიდეო ჩანაწერის განუხორციელებლობის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენისთვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
* სწორად გაქვთ მითითებული დანიშნულების ადგილის მონაცემები;
* სწორად გაქვთ მითითებული კამერის გათიშვისა და ჩართვის დროები;
* სწორად გაქვთ მითითებული კამერის/კამერების ნომრები;
გაითვალისწინეთ! საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი, ვალდებულია ტექნიკური, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ამავე დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეო ჩანაწერების განუხორციელებლობის თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა.
გახსოვდეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).
სერვისით სარგებლობა უფასოა